ყოველი დღე იწყება სევდით და სევდითვე სრულდება. უკვე მერამდენე დღეა ასეთ დღეში ვატ, აღარც კი მახსოვს როდის დაიწყო ეს ყველაფერი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი ჩემნაირი აქტიური, თავგადასავლების მოყვარული და ემოციური ადამიანი ასეთ დღეში თუ აღმოჩნდებოდა. მთელი მსოფლიო ასეთ დღეშია და ეგ ცოტათი მანუგეშებს. უკვე აღარ ვკითხულობ ნიუსებს. ვცდილობ ყველა ინფორმაცია დავაიგნორო რაღაც პერიოდი. ყოველდღე ვლოცულობ იმ მეცნიერებისContinue reading

ქაოსის მერვე დღე

დიდი ხანია არაფერი დამიწერია დღიურში. პრინციპში სათქმელი არაფერი მაქვს, ყოველდღე ერთი და იგივე ხდება. ვიღვიძებ, ვჭამ, წამალს ვსვამ, ისევ ვჭამ, სისულელეებს ვუყურებ, დედაჩემთან რაღაც სრულიად უაზრო და მოსაწყენ თემებს განვიხილავ და ვიძინებ. წარმოუდგენელი მოწყენილობა სუფევს ყველგან, მთელ დედამიწაზე. ერთადერთი ის მამშვიდებს, რომ მარტო არ ვარ ამ საგიჟეთში და ყველა ასეა. ჩემ მოსაწყენ კარანტინს ისიც ემატება,Continue reading “ქაოსის მერვე დღე”

მორიგი პანიკური შეტევა

სუნთქვა მიჭირს, სული მეხუთება, ნერწყვს ვერ ვყლაპავ და კიდურები მისუსტდება. ვფიქრობ, იქნებ გულის შეტევა მეწყება ან კორონავირუსის სიმპტომებმა იჩინა თავი. მაგრამ არა. “სინამდვილეში ესეც ტყულია” – მახსენდება ჩემი მეგობრის ტატუ და ერთი ადამიანის არტპროექტი. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ წარმოვიდგინო რამე კარგი. მერე მახსენდება, რომ არაფერი მაქვს წარმოსადგენი. არაფერი მაქვს საოცნებო. ჩემი ოცნებები ვიტნი ჰიუსტონთან ერთადContinue reading “მორიგი პანიკური შეტევა”

კოვიდ-19 – აპოკალიფსს გადავლახავთ

ქვეყანაში კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისი, პანიკა და უბედურება დღითიდღე იზრდება. ყველა კაფე, რესტორანი, ბარი და კლუბი დაკეტილია, მიკროავტობუსებიც აიკრძალა (ყვითელი ჯართი ისედაც ასაკრძალი იყო). სახელმწიფო სახლში დარჩენას გვირჩევს, ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელება დაიწყო. მოკლედ, ასეთ დაძაბულ რეჟიმში ვცხოვრობთ. მთელ დედამიწას ერთი პრობლემა გვაქვს – კოვიდ-19. არ ვიცით როდის დასრულდება პანდემია. კიდევ რამდენ ხანს გასტანს ეს ამბავიContinue reading “კოვიდ-19 – აპოკალიფსს გადავლახავთ”

თვითიზოლაციაში გაწვევა

ხალხს ქარაფშუტა ვგონივარ 😕 ზუსტად არც ვიცი რას მიშნავს ეს სიტყვა, მაგრამ მგონი არასერიოზულ ადამინებზე ამბობენ ქარაფშუტააო. და რატომ ვგინივარ ხალხს არასერიოზული?ალბათ იმიტომ, რომ ზოგჯერ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს ვიღებ და შემდგ ვიკიდებ.დღეში 10-ჯერ მეცვლება ხასიათი (რაც ფსიქოლოგთან დასამუშავებელი თემაა), არ მიყვარს საკუთარ პრობლემებზე, გრძნობებზე, შინაგან დარდზე და ა.შ საუბარი.როცა სადმე მივდივარ, მირჩევნია საკუთარ თავზე ბევრი არContinue reading “თვითიზოლაციაში გაწვევა”

რატომ არ ვარ ურთიერთობაში

“არასექსუალური ხარო, 15 წლისას მითხრეს და იმ დღეს დავისახე მიზნად ყველა კაცს ჩემზე ეოცნება. ამისთვის დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია. უბრალოდ, შინაგანი ენერგიის ცეცხლად გარდაქმნა ვისწავლე, კაცებს კი ცეცხლთან თამაში ძალიან უყვართ. მახსოვს 21 წლისას მხოლოდ წიგნიერი განათლება დამიწუნეს, ზურგჩანთა მოვიკიდე და ნახევარი მსოფლიო შემოვიარე რომ პარიზის, რომის, სტამბულის ქუჩებზე ისე მელაპარაკა, როგორც ვორონცოვის და სოლოლაკისაზე.Continue reading “რატომ არ ვარ ურთიერთობაში”

Untitled

ვფიქრობდი დღეს ჩემი იპოქონდრიის (ეს ტერმინი მოძველდა და რაღაცით ჩანაცვლდა თანამედროვე ფსიქიატრიაში, მაგრამ არ მახსოვს)შესახებ დამეწერა, მაგრამ გადავიფიქრე. ვიღაცეები მეუბნებიან გასუქდიო და ამის შესახებაც დავწერდი რამეს მაგრამ სათქმელი არაფერი მაქვს. კილოგრამები ხან გვემატება, ხან გვაკლდება. ეს თემაც ჩავარდა. ცალკე გადასვლის ჩაშლილ გეგმაზეც ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ ჯერ არ ვარ მზად და თან კომფორტის მოყვარული ადამიანი გახლავართ,Continue reading “Untitled”

ჩემი დეპრესიის შესახებ

ვცდილობ ამ თემაზე აღარ ვიფიქრო და ჩავახშო ყველა ემოცია და ფიქრი, რაც შარშანდელ ზაფხულს უკავშირდება. ყოველთვის მიჭირდა იმის გაგება და გაცნობიერება, თუ რა არის დეპრესია და შფოთვა. უამრავი პოსტი შემხვედრია ფეისბუქზე, რაღაც სტატიებიც წამიკითხვავს და საკუთარ თავზეც მითქვამს, უი დეპრესია მაქვსთქო, მაგრამ თურმე აქამდე არ ვიცოდი რა შეგრძნებაა დეპრესია. რა შეგრძნებები ეუფლება ადამიანს, რა განცდებშია,Continue reading “ჩემი დეპრესიის შესახებ”

საცხოვრებლად ცალკე გადასვლის და უკან დაბრუნების შესახებ

მერწყული ადამიანი ვარ, სპონტანურობა და 2 წამში მიღებული გადაწყვეტილებები ჩემთვის ახალი არ არის. უცებ რაღაცაზე ჩავფიქრდებიხოლმე და გონებაში ნათურა მინათდება. ჰოპ და გადაწყვეტილებაც მიღებულია. ცალკე გადასვლაზე გადაწყვეტილებაც ამ პრინციპით მივიღე. ბინა მოვძებნე, ბარგი ჩავალაგე, სახლისთვის საჭირო მივთები მოვიმარაგე და გუშინ ახალ სახლში გადავედი (ჯერ კიდევ პახმელიაზე ვარ და ზუსტად ვერ ვიხსენებ გიშინ იყო თუ გუშინწინ).Continue reading “საცხოვრებლად ცალკე გადასვლის და უკან დაბრუნების შესახებ”

Design a site like this with WordPress.com
Get started