
ვფიქრობდი დღეს ჩემი იპოქონდრიის (ეს ტერმინი მოძველდა და რაღაცით ჩანაცვლდა თანამედროვე ფსიქიატრიაში, მაგრამ არ მახსოვს)შესახებ დამეწერა, მაგრამ გადავიფიქრე.
ვიღაცეები მეუბნებიან გასუქდიო და ამის შესახებაც დავწერდი რამეს მაგრამ სათქმელი არაფერი მაქვს. კილოგრამები ხან გვემატება, ხან გვაკლდება. ეს თემაც ჩავარდა.
ცალკე გადასვლის ჩაშლილ გეგმაზეც ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ ჯერ არ ვარ მზად და თან კომფორტის მოყვარული ადამიანი გახლავართ, რომელიც ვერ შეეგუა საჭირო პირობების გარეშე ყოფნას. ვაღიარებ, სულელურად მოვიქეცი.
ძვირფასო დღიურო, მოსაყოლი არაფერი მაქვს. საკმაოდ მოწყენილი ცხოვრების სტილით (ყველაფერი შედარებითია, ჩემზე ცუდი სიტუაციაც ექნება ვინმეს) ვცხოვრობ ეს ბოლო პერიოდი. თითქმის აღარაფერი მახალისებს და ვეღარც აღტაცებას განვიცდი. ჩემთვის საკმაოდ რთულია ერთფეროვანი ცხოვრება. მაგალითად კორონავირუსის მხოლოდ იმის გამო კი არ მეშინია, რომ შეიძლება მომკლას, არამედ იმ თანმხლები პროცესების, რაც შეიძლება განვითარდეს თუ სიტუაცია გართულდება. გამოცხადდებს კარანტინი, საჯარო თავშეყრის ადგილები გაუქმდება, ივენთებიც ჩაიშლება და ვერაფერს გავაკეთებთ. აი ეს მაშინებს ყველაზე მეტად.
უმოქმედობა, მოწყენილობა და ერთფეროვნება.
მთელი არსებით მინდა დადებითი ემოციებით სავსე ცხოვრება მქონდეს. მინდა ისევ გამოჩნდეს ვიღაც, ვინც ძალიან მომეწონება ან შემიყვარდება და ენერგიებით შემავსებს. ჩემთვის მთავარია მუდმივად მოხრაობაში და მოქმედებაში ვიყო. გაწერილი გეგმები და შეზღუდვები ჩემ ფსიქიკაზე ცუდად ისახება.
ამ ეტაპზე არაფერი ხდება.
არავინ მყავს.
არსად დავდივარ.
არაფერი მაქვს მოსაყოლი.
ნეტა დღიურის წერა 2 ან 3 წლის წინ დამეწყო. მადინ იმდენი საოცარი რამ ხდებოდა ცხოვრებაში, იმდენი თავგადასავალი და ისტორია მქონდა…
დღეს არ ვიცი პლანეტები როგორ არის გადანაწილებული და ვარსკვლავები რას გვიქადიან, მაგრამ მინდა სურვილი ჩავიფიქრო.
დაე დასრულდეს ერთფეროვნება და ჩემი ცხოვრება შეივსოს დადებითი ენერგიებით, მოხდეს ბევრი საოცრება, რომელის მოყოლასაც არასოდეს დავასრულებ. მომდორდეს დარდი, შიშები, დეპრესიული მდგომარეობა (რომელიც ალბათ ერთფეროვნებით არის გამოწვეულო) და ეს ყველაფერი სასიხარულო მომენტებმა ჩაანაცვლოს.
ბარემ ჩაგიქრებაა და ჩავიფიქრებ, რომ COVID-19-ის ეპიდემია დასრულდეს!