ყოველი დღე იწყება სევდით და სევდითვე სრულდება. უკვე მერამდენე დღეა ასეთ დღეში ვატ, აღარც კი მახსოვს როდის დაიწყო ეს ყველაფერი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი ჩემნაირი აქტიური, თავგადასავლების მოყვარული და ემოციური ადამიანი ასეთ დღეში თუ აღმოჩნდებოდა. მთელი მსოფლიო ასეთ დღეშია და ეგ ცოტათი მანუგეშებს.

უკვე აღარ ვკითხულობ ნიუსებს. ვცდილობ ყველა ინფორმაცია დავაიგნორო რაღაც პერიოდი. ყოველდღე ვლოცულობ იმ მეცნიერების სახელზე, ვინც ამ წუთებშიც შრომობს ამ პრობლემის დასაძლევად. რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები რომ ერთადერთი ღმერთი არის მეცნიერება და მედიცინა. მხოლოდ მათზე ვლოცულობ. დარწმუნებული ვარ გამოსავალს მოძებნიან.

ყველა ჩაგდებული გულაობისთვის, ყველა ჩაგდებული დეითი და უმიზეზოდ ცუდ ხასიათზე ყოფნისთვის ბოდიშს ვუხდი საკუთარ თავს. ყველა უაზროდ დაკარგული წამისთვის ბოდიშს ვიხდი! აღარ განმეორდება. მთავარია მალე დასრულდეს ეს საგიჟეთი, რაც გარშემო ტრიალებს.

ჩემ ცხოვრებაში აღაფერი ხდება საინტერესო და აღარაფერი მაქვს მოსაყოლი. მხოლოდ მომავლის იმედად ვარ დარჩენილი.

ქაოსის მერვე დღე

დიდი ხანია არაფერი დამიწერია დღიურში. პრინციპში სათქმელი არაფერი მაქვს, ყოველდღე ერთი და იგივე ხდება. ვიღვიძებ, ვჭამ, წამალს ვსვამ, ისევ ვჭამ, სისულელეებს ვუყურებ, დედაჩემთან რაღაც სრულიად უაზრო და მოსაწყენ თემებს განვიხილავ და ვიძინებ. წარმოუდგენელი მოწყენილობა სუფევს ყველგან, მთელ დედამიწაზე. ერთადერთი ის მამშვიდებს, რომ მარტო არ ვარ ამ საგიჟეთში და ყველა ასეა.

ჩემ მოსაწყენ კარანტინს ისიც ემატება, რომ ამ ლერიოდში გამიფუჭდა ტელეფონიც და ლეპტოპიც. ყურსასმენებიც. ყველაფერში ბედი გინდა ადამიანს. კარანტინი, უსამსახურობა, უფულობა და + ყველანაირი ტექნიკის გარეშე დარჩენა. კიდევ კარგი დედაჩემს აქვს ტელეფონი და ტელევიზორიც გვაქვს. ალბათ მართლა გავრეკავდი ესეც რომ არ იყოს.

ტელეფონისთვის ფულს ვაგროვებ და ჩემი საყვარელი ჩანთის გაყიდვა მომიწია. რა ვქნა, შეველიე. ძალიან დამეხმარა ერთი გოგო, რომელიც უკვე დიდი ხანია ფეისბუქზე მყავს, პირადად არ ვიცნობ. ვიცოდი რომ კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ასეთ რთულ მომენტში თუ ასე ძალიან დამეხმარებოდა რას წარმოვიდგენდი. ჩანთის ფულს დავამატებ და ტელეფონს ვიყიდი.

კიდევ არის რაღაც, რაც ძაააალიან მტანჯავს ამ იდიოტური კარანტინის პირობებში. სექსი არ მქონია უკვე 1 თვეა! ცოცხალი როგორ ვარ მიკვირს. ძალიან მშურს იმათი, ვისაც პარტნიორი ჰყავთ და ამ რთულ მომენტში სექსი მაინც აქვთ. მე საკმაოდ ადრე დავიწყე პანიკის ატეხვა. ჯერ კიდევ იანვრის ბოლოდან ვიწინასწარმეტყველე რაც მოხდებოდა და ვცდილობდი კონტაქტები შემემცირებინა. ნეტა რა ძალა მადგა! სანამ დრო მქონდა მომესწრო ყველაფერი.

მოკლედ, ქაოსია გარშემო და ჩემი ფსიქიკური მდგომარეობაც მგონი უკვე შეირყა. იმედია ეს ყველაფერი მალე დასრულდება და ამის შემდეგ ცხოვრების 1 წუთსაც არ დავკარგავ. ბევრ რამეზე დამაფიქრა ამ პანდემიამ. რამდენი შესაძლებლობა გვაქვს ადამიანებს და რამდენი რამ შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ. აქამდე ბევრ დროს ვკარგავდი. ხან დეპრესიას ვაბრალებდი უმოქმედობას, ხან ცუდ განწყობას და იმდენი შანსი გავუშვი და იმდენი კარგი რამე გამოვტოვე.

ამ ყველაფერმა გადაიაროს და პირობას ვდებ, არც ერთ წუთს არ დავკარგავ უაზროდ!

მორიგი პანიკური შეტევა

სუნთქვა მიჭირს, სული მეხუთება, ნერწყვს ვერ ვყლაპავ და კიდურები მისუსტდება. ვფიქრობ, იქნებ გულის შეტევა მეწყება ან კორონავირუსის სიმპტომებმა იჩინა თავი. მაგრამ არა. “სინამდვილეში ესეც ტყულია” – მახსენდება ჩემი მეგობრის ტატუ და ერთი ადამიანის არტპროექტი.

თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ წარმოვიდგინო რამე კარგი. მერე მახსენდება, რომ არაფერი მაქვს წარმოსადგენი. არაფერი მაქვს საოცნებო. ჩემი ოცნებები ვიტნი ჰიუსტონთან ერთად მოკვდა, ჯერ კიდევ ბავშვობაში. ყველაფერი დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო. ვიტნი ჰიუსტონის ფანი არ ვყოფილვარ და არ ვიცი რამ გამახსენა. თავში ბევრი გაუცნობიერებელი ახრი მიტრიალებს. ვერ ვხვდები ჩემთან რა კავდირშია.

ვცდილობ ნელ-ნელა აღვიქვა სად ვარ. გარშემო ვიხედები და ყველაფერი გაბლარულია. ყველა შიში და ფობია, რაც მაქვს ერთ მთლიანობად იქცა და მიახლოვდება.

მახველებს.

უეჭველი ვირუსი მაქვს. თავში ისევ უამრავი აზრი მომდის. უბრალოდ დასვენება მინდა. მინდა დასაძინებლად დავწვე ჩემ თბილ და კომფორტულ საწოლში და უაზრო საფიქრალშო გახვეულს ჩამეძინოს. მინდა რომ გავიღვიძებ ყველა პრობლემა გაქრეს, ჩემთან ერთად ყველა ბედნიერი იყოს. ერთადერთი რამ, რაც ყიველთვის მინდოდა, იყო ბედნიერება. არაფერი ამეწყო ისე, რომ ჩემთვის ბედნიერების შეგრძნება მოეტანა. ტანჯვა და ნერვიულობა ყოველთვის ოხრად მქონდა, ტუალეტის ქაღალდივით მომარაგებული.

კიდევ ერთი პანიკური შეტევა გადავიტანე. ყოველი შეტევა მაძლიერებს. ამჯერადაც ასე იქნება.

ხვალ ყველაფერი დალაგდება. ყოველთვის მომავლის იმედზე ვიყავი და ახლაც ასეა. სამყარო, ღმერთი, ენერგია ან რაც გინდათ ის დაარქვით – დაგვეხმარება. ბოლომდე არც მაგის მჯერა. ღრუბლებზე შემომჯდარი წვერებიანი კაცის არც არასოდეს მჯეროდა, მაგრამ აქამდე რაღაც მცირედი რწმენა მაინც მანუგეშებდა. ახლა უკვე ეგ მცირედი რწმენაც გამინელდა. შეიძლება უმადური ვარ, მაგრამ რას ვიზმთ. გუშინ ექიმებსაც არ დავუკარი ტაში. ძალიან მაშინებს, როდესაც ყველა ერთიანდება რაღაც იდეის გარშემო. მგონია, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. ადამიანებს არ ვენდობი. ვეღარც ექიმებს და მეცნიერებს. ადრე მაგათ მაინც ვენდობოდი. მგონია რომ არაფერი გამოუვათ და ჩემი მადლიერების ღირსი არავინაა.

ეხლა გადავიკითხე და მოკლედ მაგარი გარეკილი მაქ. იმედია მშვიდობა იქნება.

კოვიდ-19 – აპოკალიფსს გადავლახავთ

ქვეყანაში კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისი, პანიკა და უბედურება დღითიდღე იზრდება. ყველა კაფე, რესტორანი, ბარი და კლუბი დაკეტილია, მიკროავტობუსებიც აიკრძალა (ყვითელი ჯართი ისედაც ასაკრძალი იყო). სახელმწიფო სახლში დარჩენას გვირჩევს, ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელება დაიწყო.

მოკლედ, ასეთ დაძაბულ რეჟიმში ვცხოვრობთ. მთელ დედამიწას ერთი პრობლემა გვაქვს – კოვიდ-19. არ ვიცით როდის დასრულდება პანდემია. კიდევ რამდენ ხანს გასტანს ეს ამბავი არავინ არ იცის, არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. ერთადერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ვაქცინა შეიქმნა და გატესტვის რეჟიმშია. წამალიც არსებობს, რომელსაც სამკურნალოდ იყენებენ, ოღონდ ეფექტურობა 100%-ით დადასტურებული ჯერ არ არის.

რამდენიმე დღის წინ, ჯერ მიდევ მაშინ, როცა ჩემი საყვარელი ბარი ჯერ კიდევ ღია იყო, მეგობრები ვნახე და ცოტა გული გადავაყოლე, მაგრამ დღეიდან ვერსად ვივლით. არ ვიცი სად შევიკრიბებითხოლმე და საერთოდ თირს თუ არა შეკრების მოწყობა. მგონი ჯობია სახლში დავრჩეთ და საკუთარ თავსაც გავუფრთხილდეთ და სხვებსაც.

როგორც გავარკვიე მე რისკჯგუფში არ ვარ და თუ ეს ვირუსი შემხვდება, არ გამირყულდება მდგომარეობა, მაგრამ ესეც არავინ იცის ზუსტად. დედაჩემს დიაბეტი აქვს და აი ეგ მადარდებს. მეშინია არ დავკარგო ერთადერთი ძვირფასი ადამიანი. მამა ბავშვობაში დავკარგე, ნათესავებთან კონტაქტი არ მაქვს, მხოლოდ დედა მყავს და მინდა კიდევ დიდხანს იცოცხლოს. ჯერ კიდევ მჭირდება.

ჩემი პირადი ცხოვრება ცალკე საკითხია. ისედაც არ ყვაოდა ჩემი პირადი ურთიერთობები და ამ პერიოდში საერთოდ გამორიცხულია პაემანზე წასვლა. ყველა სახლში დარჩენას ამჯობინებს. გაცნობის აპლიკაციები მახსენებენ, რომ უმჯობესია სახლში დავრჩე და აქედან ვათვალიერო ადამიანები. ქვეყანაში კარანტინი თუ გამოცხადდა, მერე მართლა გავრეკავ. უივე 1 თვე სრულდება, რაც სექსი არ მქონია. აქამდე სულ ტყუილად ვპანიკობდი, სერიოზული სიტუაცია არ ყოფილა, ყველაფერი ახლა იწყება და ნეტა არ გამეუქმებინა შეხვედრები.

ჩემი იპოქონდრია და შფოთვებიც ცალკე განსახილველი საკითხია. წარმოიდგინეთ, ვისაც იპოქონდრია და შფოთვითი აშლილობა გვაქვს, რას განვიცდით და როგორ მიგვაქვს გულთან ყველა სიახლე, რაც ვირუსთან დაკავშორებით ვრცელდება. კოშმარია. თავი American Horror Story-ის apocalypse-ში მგონია. იმედი მაქვს კარგი ფინალი ექნება ამ ყველაფერს. იმედი მაქვს კი არა, დარწუნებული ვარ. ყველაფერი დროის საკითხია. 21-ე საუკუნეა, მეცნიერება უმაღლეს საფეხურზეა. ყველაფერს მოევლება, მთავარია მოვითმინოთ და ისე მოვიქცეთ, რომ ვირუსი არ შეგვხვდეს.

მადლობა ღმერთს, ამ ვირუსის გამო წამიერადაც კი არ გავმხდაევარ რასისტი და ჩინელი ხალხის სიძულვილი არ მაწუხებს. პიროქით, დიდი პატივისცემით და აღტაცებით სავსე ვარ. 3 თვეში საგანგაშო მსგომარეობიდან თავის დაღწევა მოახერხეს, უშველეს თავიანთ თავებს. უჭკვიანესი და უნიჭიერესი ერია. საქართველოსაც ეხმარებიან. რამდენიმე დღეში სწრაფ ტესტებს გამოგვიგზავნიან, რომ შევძლოთ პანდემიის მართვა.

ვზივარ სახლში, სერიალებს ვუყურებ, დროდადრო ტინდერზე ვათვალიერებ ადამიანებს და ასე უაზროდ გამყაბს დრო. მეგობრებს პოდკასტი უნდა ჩაგვეწერა, ძალიან კარგი იდეები გვქონდა, მაგრამ სავარაუდოდ გადაიდება. არადა როგორ მინდოდა.

ძალიან რთულად დაიწყო ეს წელი. მთელი მსოფლიო სახლებში შეგვყარა. არადა რამდენი გეგმა მქონდა წელს.

მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია მალე დავამარცხებთ ამ საერთაშორისო პრობლემას. მეცნიერება რომ რელიგია იყოს, გავწევრიანდებოდი. ფარმაცევტულ კომპანია გილიადს, ტედროს ადანომ გებრეისუსს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელს და კიდევ სხვა პროფესიონალებს, რომელებიც ჩვენ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ყოველ ღამე უდიდეს მადლობას ვუხდი.

თვითიზოლაციაში გაწვევა

მხოლოდ საკუთარ თავთან ვარ ბედნიერი და ეს ფოტოც მაგას ნიშნავს

ხალხს ქარაფშუტა ვგონივარ 😕 ზუსტად არც ვიცი რას მიშნავს ეს სიტყვა, მაგრამ მგონი არასერიოზულ ადამინებზე ამბობენ ქარაფშუტააო.

და რატომ ვგინივარ ხალხს არასერიოზული?
ალბათ იმიტომ, რომ ზოგჯერ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს ვიღებ და შემდგ ვიკიდებ.
დღეში 10-ჯერ მეცვლება ხასიათი (რაც ფსიქოლოგთან დასამუშავებელი თემაა), არ მიყვარს საკუთარ პრობლემებზე, გრძნობებზე, შინაგან დარდზე და ა.შ საუბარი.
როცა სადმე მივდივარ, მირჩევნია საკუთარ თავზე ბევრი არ ვისაუბრო და გავერთო.
მიყვარს სხვა ადამიანების მოსმენა, მათი ამბების გაგება და რჩევების გაცემა.
ზუსტად ვერ ვხვდები ეს ყველაფერი არასერიოზულობაზე მიანიშნებს, თუ არა, მაგრამ ყოველთვის ასე ვიქცევი და ასეგ ნიკოს ხედავს ყველა.
ესე იგი არასერიოზული ადამიანი ვყოფილვარ. ანუ ქარაფშუტა ვარ.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების აზრი ნაკლებად მადარდებს, მაინც მწყინს როცა ისეთ ტიპად მახასიათებენ, როგორიც არ ვარ.

მოკლედ, ასეთი ადამიანი ვარ და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.

სანამ ვინმეზე, რამეს დაწერთ ან იტყვით კარგად დაფიქრდით, იქნებ იმ მომენტში ადამიანი ცუდ მდგომარეობაშია და ნამდვილად არ აწყობდა მაგ ყველაფრის მოსმენა ან წაკითხვა.

მოკლედ, ჯობია ცოტახნით ფესბუქზე log out გავაკეთო და დავასვენო გონება. თვითიზოლაციაში გავდივარ.

რატომ არ ვარ ურთიერთობაში

“არასექსუალური ხარო, 15 წლისას მითხრეს და იმ დღეს დავისახე მიზნად ყველა კაცს ჩემზე ეოცნება. ამისთვის დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია. უბრალოდ, შინაგანი ენერგიის ცეცხლად გარდაქმნა ვისწავლე, კაცებს კი ცეცხლთან თამაში ძალიან უყვართ.

მახსოვს 21 წლისას მხოლოდ წიგნიერი განათლება დამიწუნეს, ზურგჩანთა მოვიკიდე და ნახევარი მსოფლიო შემოვიარე რომ პარიზის, რომის, სტამბულის ქუჩებზე ისე მელაპარაკა, როგორც ვორონცოვის და სოლოლაკისაზე. ტიბეტური და ეგვიპტური სამყარო ისე ამეხსნა, როგორც დედაენა. ზედმეტად გახსნილი ხარო და თვალებით ლაპარაკი ვისწავლე. ძალიან პატიოსანი ხარო და მოვძებნე ზუსტი ხაზი უბიწო გარყვნილის. ზედმეტად კეთილი ხარო ვინც მითხრა, მას ყველაზე მეტად ავუწიე წარბი. ოცნებობთ ჩემზე? – იოცნებეთ, არამიწიერად თქვენ მაქციეთ კაცებო, როცა არამიწიერი პრეტენზიები წამომიყენეთ”

ეს ხატია წერეთელის სიტყვებია.

დილით სინტია ნიქსონის “Be a Lady” ამომიგდო სადღაც და გავიფოქრე, რაღაც მსგავსი თავის დროზე ხატია წერეთელსაც აქვს ნათქვამითქო. ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაც მომენტში გაფიქრებს. პატარა ჭეშმარიტების მარცალი ნამდვილად დევს ამ ტექსტში.

ფიქრებს შევყევი და გავაანალიზე, რომ უკვე 23 წლის ვარ და სერიოზული ურთიერთობა ჯერ არ მქონია.

რამდენიმე მრავალჯერადი პარტნიორი კი მყავდა, მაგრამ ურთიერთობას რასაც ეძახიან და სერიალებში რასაც ვხედავთ მე ჯერ არ მქონია.

მართალია ოდნავ დაბალი ვარ და შეიძლება ითვას, რომ კეხიანი ცხვირი მაქვს, მაგრამ ეს ისეთი ნაკლი არ არის ვინმემ რომ დამიწუნოს. ჩემზე დაბალი და კეხიანიც ბევრი მინახავს, 10 წლიანი ურთიერთობის სტაჟით.

იმ დღეს მეგობარმა მითხრა, მგონია რომ ურთიერთობა არ გიდნაო, ეგეთ შთაბეჭდილებას ტოვებო.

გავოცდი. მე უკეთესად ვიცი რა მინდა! დიახაც მინდა ურთიერთობა, მაგრამ არავინ არ ჩანს (ნუ კი ჩანს ერთი-ორი, მაგრამ ეგ არ ითვლება).

ვამბობ, რომ მინდა და მეტი რა გავაკეთო? ტინდერიც მაქვს და გრაინდერიც, კიდე რაღაც აპლიკაცია, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვე ისეთი ადამიანი, რომელთანაც ჩამომიყალიბდება კარგი ურთიერთობა.

ცხოვრებაში 2 ადამიანი მიყვარდა და არცერთი არ უქნია ღმერთს. ჩემი პიროველი სოყვარული (ბავშვობის), შარშან წლის დასაწყისში გავიცანი და საერთოდ სხვა პლანეტიდან ყოფილა. ჩემ წარმოდგენებთან და იდეალებთან ახლოსაც ვერ მოვიდა. მეორე ადამიანი, რომელიც შარშანწინ შემიყვარდა, ჩემ პანიკურ შეტევებთამ ერთად გაქრა.

ვერავისთან ვერ ამეწყო ურთიერთობა.

ადრე მართლა ძალიან ვბრაზდებოდი. 17 წლის ღლაპებს უკვე 9 ბოიფრენდი ყავთ გამოცვლილი და მე ისე ვბერდები “საყვარელოთი” და “ძვირფასოთი” ჩემი კატის გარდა არავისთვის მიმიმართავს. ადრე ბევრს ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ ეხლა დავიკიდე.

იქნებ ჩემი მეგობრის მსგავსად, სხვებიც იმას ფიქრობენ, რომ ურთიერთობები არ მჭირდება? დავიჯერო ასეთი არასერიოზული და ქარაფშუტა ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ?

დიახ, ცოტა სპონტანური, უდარდელი და არასტაბილური ვარ, მაგრამ საოცრად დიდი ემოციური ინტელექტი და თბილი გრძნობები გამაჩნია.

ბავშვური ვარ და ამას ნაკლად არ მივიჩნევ.

ზოგჯერ ექცენტრიულად ვიქცევი, მაგრამ არც ესაა ჩემთვის პრობლემა.

კეხიან ცხვირზე უკვე ვისაუბრე და ძგიდის გასწორება ჯერ გეგმაში არ მაქვს.

მე ვერ და არც გავაკონტროლებ სხვების აზრებს და დამოკიდებულებას ჩემთან მიმართებაში. ჯობია ისეთი ვიყო, როგორიც ვარ, ვიდრე ყველა ადამიანს ცალ-ცალკე მოვერგო და საკუთარი “მე” დავკარგო.

ჩემ ბავშვობაში ასეთი გამოთქმა არსებობდა და “მორგის” კედლებზე ვწერდითხოლმე: “შური და ბოღმა დიდია, თქვენი კრიტიკა მკიდია”.

არავის არ დავუწყებ ძებნას და არც იმაზე წუწუნს დავიწყებ, პარტნიორი რატომ არ მყავსთქო. ვიცხოვრებ ჩემთვის და თუ გამოჩნდება ვინმე, მივიღებ, რა პრობლემაა.

მსოფლიოში COVID-19-ის ეპიდემიაა, ხალხი შიმშილობს, ყოველი მეორე ქალი ძალადობის მსხვეპლია და აფხაზეთი ჯერ ვერ დაგბიბრუნებია – მეკიდე რაზე ვდარდობ.

Untitled

ვფიქრობდი დღეს ჩემი იპოქონდრიის (ეს ტერმინი მოძველდა და რაღაცით ჩანაცვლდა თანამედროვე ფსიქიატრიაში, მაგრამ არ მახსოვს)შესახებ დამეწერა, მაგრამ გადავიფიქრე.

ვიღაცეები მეუბნებიან გასუქდიო და ამის შესახებაც დავწერდი რამეს მაგრამ სათქმელი არაფერი მაქვს. კილოგრამები ხან გვემატება, ხან გვაკლდება. ეს თემაც ჩავარდა.

ცალკე გადასვლის ჩაშლილ გეგმაზეც ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ ჯერ არ ვარ მზად და თან კომფორტის მოყვარული ადამიანი გახლავართ, რომელიც ვერ შეეგუა საჭირო პირობების გარეშე ყოფნას. ვაღიარებ, სულელურად მოვიქეცი.

ძვირფასო დღიურო, მოსაყოლი არაფერი მაქვს. საკმაოდ მოწყენილი ცხოვრების სტილით (ყველაფერი შედარებითია, ჩემზე ცუდი სიტუაციაც ექნება ვინმეს) ვცხოვრობ ეს ბოლო პერიოდი. თითქმის აღარაფერი მახალისებს და ვეღარც აღტაცებას განვიცდი. ჩემთვის საკმაოდ რთულია ერთფეროვანი ცხოვრება. მაგალითად კორონავირუსის მხოლოდ იმის გამო კი არ მეშინია, რომ შეიძლება მომკლას, არამედ იმ თანმხლები პროცესების, რაც შეიძლება განვითარდეს თუ სიტუაცია გართულდება. გამოცხადდებს კარანტინი, საჯარო თავშეყრის ადგილები გაუქმდება, ივენთებიც ჩაიშლება და ვერაფერს გავაკეთებთ. აი ეს მაშინებს ყველაზე მეტად.

უმოქმედობა, მოწყენილობა და ერთფეროვნება.

მთელი არსებით მინდა დადებითი ემოციებით სავსე ცხოვრება მქონდეს. მინდა ისევ გამოჩნდეს ვიღაც, ვინც ძალიან მომეწონება ან შემიყვარდება და ენერგიებით შემავსებს. ჩემთვის მთავარია მუდმივად მოხრაობაში და მოქმედებაში ვიყო. გაწერილი გეგმები და შეზღუდვები ჩემ ფსიქიკაზე ცუდად ისახება.

ამ ეტაპზე არაფერი ხდება.

არავინ მყავს.

არსად დავდივარ.

არაფერი მაქვს მოსაყოლი.

ნეტა დღიურის წერა 2 ან 3 წლის წინ დამეწყო. მადინ იმდენი საოცარი რამ ხდებოდა ცხოვრებაში, იმდენი თავგადასავალი და ისტორია მქონდა…

დღეს არ ვიცი პლანეტები როგორ არის გადანაწილებული და ვარსკვლავები რას გვიქადიან, მაგრამ მინდა სურვილი ჩავიფიქრო.

დაე დასრულდეს ერთფეროვნება და ჩემი ცხოვრება შეივსოს დადებითი ენერგიებით, მოხდეს ბევრი საოცრება, რომელის მოყოლასაც არასოდეს დავასრულებ. მომდორდეს დარდი, შიშები, დეპრესიული მდგომარეობა (რომელიც ალბათ ერთფეროვნებით არის გამოწვეულო) და ეს ყველაფერი სასიხარულო მომენტებმა ჩაანაცვლოს.

ბარემ ჩაგიქრებაა და ჩავიფიქრებ, რომ COVID-19-ის ეპიდემია დასრულდეს!

ჩემი დეპრესიის შესახებ

ვცდილობ ამ თემაზე აღარ ვიფიქრო და ჩავახშო ყველა ემოცია და ფიქრი, რაც შარშანდელ ზაფხულს უკავშირდება.

ყოველთვის მიჭირდა იმის გაგება და გაცნობიერება, თუ რა არის დეპრესია და შფოთვა. უამრავი პოსტი შემხვედრია ფეისბუქზე, რაღაც სტატიებიც წამიკითხვავს და საკუთარ თავზეც მითქვამს, უი დეპრესია მაქვსთქო, მაგრამ თურმე აქამდე არ ვიცოდი რა შეგრძნებაა დეპრესია. რა შეგრძნებები ეუფლება ადამიანს, რა განცდებშია, რაზე ფიქრობს, როგორ მოქმედებს და რასთან უწევს გამკლავება ადამიანს.

აქამდე, როცა უბრალოდ ცუდ განწყობაზე ვიყავი ან მოვიწყენდი, ვამბობდი დეპრესია მაქვსთქო.

ბევრად უფრო რთული და მტანჯველი განცდა ყოფილა ეს ავად სახსენებელი დეპრესია.

ზუსტი პასუხი არ მაქვს იმაზე, თუ რატომ დამეწყო ან რა იყო ამის მიზეზი. “ალბათ ყველაფერი ერთმანეთს დაემატა” – ყოველთვის ამ სიტყვებს ვიმეორებ.

ადრე საკმაოდ კარგ ფსიქოლოგთან დავდიოდი და ვეცადეთ გაგვერივია თუ რა მომენტიდან დავკარგე საკუთარ ემოციებზე კონტროლი (კონტროლის დაკატრგვასაც არ ვუწოდებდი ამას, მაგრამ ასე ეწეროს).

ყველაფერი დაიწყო 2018 წელს.

ზაფხულში ძალიან რთული დაავადება გადავიტანე კუჭნაწლავზე. სიკვდილს ჩავხედე თვალებში. დროულად რომ არ მივსულიყავი ექიმთან არც კი ვიცი რა იქნებოდა ახლა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვიყავი, არ ვიმჩნევდი და ვაგრძელებდი ცხოვრებას. მეგიბრებსაც ვნახულობდი, სამსახურშიც დავდიოდი და ყველას ვეუბდნებოდი არაფერი განსაკუთრებული არ მჭირს, მალე გამივლისთქო.

როცა იმ ყველაფერმა ჩაიარა ამის შემდეგ “ მოვტყდი” ძალიან გამომფიტა საავადმყოფოებში სიარულმა, მკურნალობის პროცესებმა და ა.შ. დავიღალე.

არავის ნახვის სურვილი არ მიჩნდებოდა.

სამსახურიდან სახლში და პირიქით. ამ რეჟიმში ვცხოვრობდი. ერთადერთი გატაცება მქონდა – სწორი კვება და პროდუქტების შემადგენლობის შესწავლა. გართობის მოყვარული ნიკო დაიკარგა. სადმე თუ გავიდოდი, 5 წუთში იქედან გაქცევის სურვილი მიჩნდებოდა. ვერ ვერთობოდი, ვერ ვსაუბრობდი, ვერ ვყვებოდი ადამიანებს და სახლისკენ მიმიწევდა გული.

სხვათა შორის სუიციდის გეგმა მქონდა გაწერილი და ვფიქრობდი რომელ დღეს მომეკლა თავი. ცხოვრება მობეზრებული მქონდა. არც ამ პერიოდში მითქვამს ვინმესთვის, რომ ცუდად ვიყავი (ამჯერად ფსიქიკურად).

2018 წლის ნოემბერში ჩუტყვავილა შემეყარა. ზრდასრულიბის ასაკში საშინელი გადასატანია. როგორც კი გამოვეწერე ინფექციურიდან, პირობა დავდე და საკუთარ თავს შევპირდი რომ ბედნიერი ვიქნებოდი. აღარასოდეს ვიფიქრებდი სუიციდზე და გართობასაც არ დავიკლებდი.

გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე დღეში ყველანაირი ნეგატიური აზრი გამიქრა გონებიდან და შევუდექი ლაღად ცხოვრებას.

გაზაფხულზე, სრულიქდ შემთხვევით გავიცანი ადამიანი, რომელიც “ყურებამდე შემიყვარდა” (ეს ჩემი მეორე სიტვარული გახლავთ). მასთან ერთად თავს უბედნიერესად ვგრძნობდი. ყველა სირთული და დაბრკოლება გადავლახე ამ ადამიანთან ურთიერთობის შენარჩუნების გამო. ვგიჟდებოდი ისე მიყვარდა, მაგრამ გაცნობიდან რამდენიმე თვეში ისე მოხდა, რომ ეს ადამიანი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. ეს კიდევ ერთი დარტყმა იყო.

ხელიდან გამომეცალა ყველაფერი. ის აღარ იყო ჩემთან. სტიმულს აღარაფერი მაძლევდა.

დარდს ალკოჰოლი მიქარვებდა. ვთვრებოდი და ყველაფერი მავიწყდებოდა.

მაგ პერიოდში “გავლოთდი” (ცოტას ვაჭარბებ).

ადვილად ხელმისაწვდომი ვხდებოდი ყველასთვის (რთულად ხელმისაწვდომი არც იქამდე ვყოფილვას, მაგრამ მაშინ განსაკუთრებით :))).

ერთი სიტყვით თვითშეფასება საგრძბობლად დამივარდა და ერთადერთი გამოსავალი სასმელში და სექსში ვნახე.

ამის მერე უივე ორი წელი გავიდა და ახლა რომ ვფიქრობ ამ ყველაფერზე, თითქოს გუშინ იყო და ამდენი დრო არ გასულა. დროის აღქმას ვკარგავ.

აკვიატებები (ობსესიურ კომპულსური აშლილობა, როგორც ექიმმა მითხრა) დამეწყო. ვცდილობდი ზუსტად იგივე მოქმედებები გამემეორებინა, რასაც მაშინ ვაკეთებდი, როცა ის ჩემ ცხოვრებაში იყო. ვიცოდი, რომ ამ ადამიანის გაშვებას ასე იოლად ვერ მოვახერხებდი. უაზროდ ვიმეორებდი მოქმედებებს და ჩვევაში გადავიდა ეს ყველაფერი.

1 საათის განმავლობაში კარგ ხასიათზე ვიყავი, შემდეგი 5 საათი ცუდზე . აი ასე გრძელდებოდა.

2 წელი რომ ამ რეჟიმში ხარ, ბუნებრივია ფსიქიკა გადამეწვა.

2019 წლის ზაფხულის პერიოდში პირველი პანიკური შეტევა გადავიტანე. პანიკური შეტება ვისაც გადაუტანია, ყველა თავისებურად აღწერს ამ პროცესს.

ჩემმა ასე ჩაიარა: დილით გავიღვიძე, შხაპი მივიღე, ჩავიცვი, დავიხურე და წავედი სამსახურში. გზაში გაფოფლიანდი (ზაფხული კი იყო, მაგრამ ოფლიანობა არ მახასიათებს), მკერდის არეში ტკივილი ვიგრძენი, ჰაერის უკმარისობა დამეწყო, ვერ ვისუნთქავდი ჰაერს და მკერდი უფრო მტკივდებოდა. ვიფიქრე გულის შეტევა ხომ არ არისთქო და ამზე ფიქრმა კიდევ უფრო ცუდად გამხადა, გული ამიჩქარდა, კიდურები მომიდუნდა, გარშემო ყველაფერი იწელებოდა, საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავდი, გონება უნდა დამეკარგა. სამსახურში მივბაჯბაჯდი და სასწრაფი გამოვიძახე. ექიმმა არაფერია, ნევროზი გაქ და ვალერიანი დალიეო.

ამ დღის მერე ძალიან შევშინდი. ვფიწრობდი იქნებ ის სასწრაფის ექიმი შეცდა და რამე გულის დაავადება გამორჩათქო. ვალერიანებს ვსვამდი, მაგრამ უშედეგოდ. მუდმივად ვწუხდი გულთან დაკავშირებით. კარდიოლოგთან წავედი და არც იქ გამოჩნდა რამე საეჭვო, ჯანმრთელი ხარო გამომიცხადა.

ამის შემდეგ კიდევ სამჯერ დამემართა პანიკური შეტევა.

გამიმართლა და აღმომაჩნდა მეგობარუ, რომელსაც ზუსტად იგივე დიაგნოზი ჰქონდა და მირჩია ფსიქიატრისთვის მიმემართა.

ფსიქიატრმა დამიდგინა: ობსესიურ-კომპულსური აშლილობა, დეპრესია, შფოთვითი/პანიკური აშლილობა.

გამომიწერა წამლები და საბედნიეროდ დავიწყე კურსის გავლა.

ძალიან დამეხმარა ეს წამლები და + ფსიქოთერაპია. ჭაობიდან ამომიყვანეს. ყველა პრობლემას თვალი გავისწორე და მივიღე ისე, როგორც იყო.

თავიდან მეუბნებოდნენ წამლებზე არ შეგსვან, შეეშვიო, ფსიქოლოგი რას გიშველის, ცოტახნით ქალაქგარეთ გაისეირნეო. კიდევ კარგი მაგათ არ დავუჯერე.

უკვე კარგად ვარ.

ეს მაინც ეწეროს. რთულ მომენტებში გადავიკითხავ და გამახსენდება რა გამოვიარე.

მოკლედ, ღამის 3 საათზე მიმების გაზიარება, ადამიანებზე გაბრაზება და მოწყენილობის განცდა დეპრესია არ არის!

საცხოვრებლად ცალკე გადასვლის და უკან დაბრუნების შესახებ

მერწყული ადამიანი ვარ, სპონტანურობა და 2 წამში მიღებული გადაწყვეტილებები ჩემთვის ახალი არ არის. უცებ რაღაცაზე ჩავფიქრდებიხოლმე და გონებაში ნათურა მინათდება. ჰოპ და გადაწყვეტილებაც მიღებულია. ცალკე გადასვლაზე გადაწყვეტილებაც ამ პრინციპით მივიღე.

ბინა მოვძებნე, ბარგი ჩავალაგე, სახლისთვის საჭირო მივთები მოვიმარაგე და გუშინ ახალ სახლში გადავედი (ჯერ კიდევ პახმელიაზე ვარ და ზუსტად ვერ ვიხსენებ გიშინ იყო თუ გუშინწინ).

რას მივხვდი ცალკე ცხოვრებიდან 1 დღეში: საწოლზე თეთეულის გადაივრა არ ვიცი, საჭმლის მომზადება საკმაოდ რთული პროცესია და რაც ყველაზე მთავარია – კომფორტი აუცილებელი პირობაა (რომელიც დამაკლდა)!

ზუსტად 1 საათი ვწვალობდი რომ საწოლზე ზეწარი (მგონი ეგრე წვია) გადამეკრა, მერე ბალიშები ჩამესვა ჩიხოლში და ბოლოს საბანი დავიკიდე.

მოკლედ ოჯახური გარემოს შექმნა ძალიან გამიჭირდა. თავი მარტოსულადაც ვიგრძენი.

კიდევ ერთი მომენტი, რაც შევამჩნიე არის – ტელევიზორის არარსებობა. მართალია ტელევიზორს ძალიან იშვიათად ვუყურებ, მაგრამ სახლში სულ ჩართულიახოლმე. არ ვიცი როგორ გადმოვცე და ავხსნა რას ვგულისხმობ, მაგრამ ეს ჩემი დღიურია და საკუთარ თავს ვესაუბრები. ჩემი თავი გამიგებს.

ჩემი, ზოგჯერ აუტანელი, მოლაქლაქე და დაბნეული დედაც ძალიან მომენატრა. მასთან ჩხუბით რაღაც ენერგიას ვიღებ ალბათ.

ოჯახურ კერას დავუბრუნდი და ახლა ისევ ჩემ სახლშ ვარ.

არ ვიცი რამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი.

ის სახლი ეგდოს და განმარტიება როცა მომინდება მაშინ მივალ. ძირითად დროს ოჯახში გავატარებ სადაც დედაჩემი და ჩემი კატაა.

საკმაოდ ქარაფშუტა ადამიანი ვარ.

Design a site like this with WordPress.com
Get started