წუხანდელი ღამის სიზმარი დალი ჩიტალაძესთან დაკავშირებით

ყოველთვის გიჟური სიზმრები მესიზმრება, ფანტასტიკის ჟანრში.

ძალიან უცნაური სიზმარი მქონდა. დალი ჩიტალაძე იყო ჩემი ღამისეული სიზმრის მთავარი გმირი.

ვითომ (მიყვარს, როცა ამ სიტყვით იწყებენ სიზმრის თხრობას), დალისთან ერთად ვიყავი რაღაც გადაცემაში და შემდეგ ერთად უნდა წავსულიყავით სადღაც, რომელიღაცა დიზაინერის სახლში. მანქანაში რომ ჩავჯექით მძღოლმა მანქანა გააჩერა და უკანა მხარეს გადმოვიდა, დალის რაღაც ნაჭერი ააფარა და ნახევრად გათიშა. მივხვდი საითაც მიდიოდა საქმე და ვიფიქრე, აი ახლა ჩემი თვალით ვნახავ ქალები რასაც განიცდიან სექსუალური ძალადობის დროსთქო. მაგრამ დალი საკმაოდ მებრძოლი ქალი აღმოჩნდა, უცებ ჩანთა გახსნა (ულამაზესი, ძვირფასი თვლებით მორთული ჩანთა, როგორიც ეკადრება), პარკიდან ლურსმები დააძრო და ამ კაცს სახეში ჩაარჭო. ტიპს რეაქციაც არ ქონია, გამოვშტერდით. “მე ამფიბია ვარ და ამით ვერაფერს დამაკლებ” უთხრა დალის.

დალი მაშინე გამოფხიზლა, თითქოს რაღაც ენიშნა. აქამდე რატომ ვერ მივხვდი ჩემი მძღოლი თუ ამფიბია იყო, საკმაოდ უცნაურად იქცეოდი მაგრამ ამას ვერ ვიფიქრებდიო. მერე გადაურეკა ჩემინავას (ჩემ მეგიბარს), სასწრაფოდ ლოლიტაში დამხვდი, მოვდივარ და შოკი ამბები უნდა მოგიყვეო. ჩაი შეუკვეთოსთქო გადავძახე.

რატომღაც ეს ადამიანის სხეულში გახვეული ამფიბია შეეშვა დალის (შევამჩნიე რომ ერთმანეთი მოეწონათ) და განვაგრძეთ გზა. გზაში მიტოვებულ სახლთან გააჩერა მანქანა და შიგნით შევიჭყიტეთ. იქ სრული სიგიჟე დაგვხვდა. American Horror Story-ის ბოლო სეზონის სიტუაცია. 80-ანი წლების ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდების ჯგუფი. ერთ-ერთი მათგანი ხანდახან გვემალებიდახოლმე და სხვადასხვა ფორმებს იღებდა რომ ვერ გვეპოვა. ხან თოჯინის, ხან სკამის და ხანაც ჭიქის ფორმას. მოკლედ ერთი დიდი სიგიჟე იყო იქაურობა და მე გამოვერიდე. მივედი ლოლიტაში და ჩემინავას ვუთხარი, ეხლა დროზე გავიდეთ იმ ახალ ბარში (არ ვიცი რა ბარს ვგულისხმობდი). ჩემინავა რატომღაც არ ჩქარობდა და მიხრა ჯერ შენ გადადი, ნახე რა სიტუაციაა და მომიყევიო.

წავჩანჩალდი მარტო. ესეც უცნაური ადგილი აღმოჩნდა, ჩემი ყოფილებით გატენილი სივრცე. თავს უხერხულად ვგრძნობდი, ერთმანეთის მიყილებით მესალმებოდნენ და ისე მოხდა რომ ყველა ერთმანეთთან დაწყვილდა და აი მაშინ მივხვდი რომ კოშმარი იწყებოდა. ბოლოს დედაჩემი შემეფეთა სადღაც და ასეთი სიტყვები თქვა: “სიცოცხლეს ვერ დააზღვევ” – აი ეს სიტყვები კი ნამდვილად მენიშნა. ამ ბოლო დროს ვცდილობ ყველაფერი წინასწარ განვსაზღვრო, პანიკა მეწყება როცა რამე გაუთვალისწინებელი ხდება ან ახალი ვირუსი ჩნდება მსოფლიოში. მოკლედ სიცოცხლეს ვერ დააზღვევ და ჯობია სანამ ცოცხალი ხარ დატკბე ცხოვრებით. მაღვიძარამაც დარეკა და გამეღვიძა.

ვნახოთ რა იქნება. დალი ჩიტალაძეზე ნიუსებს გადავამოწმებ და ახალ ადგილებთანაც ფრთხილად ვიქნები. “სიცოცხლეს ვერ დააზღვევ” ესეც მუდამ გონებაში მექნება და უფრო მეტ სპონტანურიბას და სილაღეს მომიტანს. მადლობა დედას, სიზმარში მაინც მომცა კარგი რჩევა.

ზამთრია ბოლო დღეა, წინ გაზაფხული და კარგი ამინდები გველის. მალე ახალ სახლშიც გადავალ და დამოუკიდებლად ცხოვრებას დავიწყებ. წინ გრანდიოზული ამბები მელის. ახალი სახლი უნდა დავალაგო, გავალამაზო, წვეულებაც უნდა დავგეგმო.

სექს ისტორიებით მოშუშებული COVID-19

საქართველოში COVID-19-ის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა (ვინ იცის კიდევ რამდენი იქნება). ვცდილობ პანიკას და შიშს არ ავყვე, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ იპოქონდრია მაქვს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყოველი დეტალი ძალიან მანაღვლებს, არ ვიცი კიდევ რამდენხას შევძლებ ემოციების მოთოკვას. პანიკური შეტევების მთელი სერია უკან მოვიტოვე და ნამდვილად არ მინდა ისევ განმეორდეს.

ეპიდაფეთქებამ ჩემ პირად ცხოვრებაზეც იმოქმედა. უკვე 3 პაემანი გავაუქმე. ცხადია ბუნებრივ მოთხოვნილებას ვერ ჩავკლავ, ასე, რომ ტინდერზე და გრაინდერზე კონტროლს ვამკაცრებ. ადამიანმა, ვინც შეხვედრას დამინიშნავს, აუცილებლად უნდა წარადგინოს: სამედიცინო ისტორია, ბოლო სამი თვის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, უცხოელი მეგობრების წარმომავლობა, ბოლო 2 კვირის განმავლობაში სექსუალური პარტნიორების ამჟამინდელი მდგომარეობა. ადგილზე დავახვედრებ თერმომეტრს.

რა მაღელვებს:

ჯანდაცვის მოუწესრიგებელი სისტემა;

ინფექციური საავადმყოფო, რომელიც დანგრევისპირასაა და არამგონია ბევრ პაციენტს გაუძლოს;

გულგრილი ექიმები;

რა თქმა უნდა ეს ახალი ვირუსი, თავისი მუტაციებით;

მოსალოდნელი კარანტინი, რომელიც ბარებში და კლუბებში სიარულის უფლებას შემიზღუდავს.

ვცდილობ გავუმკლავდე ამ ყველაფერს. ყველა ჩვენებურად ვუმკლავდებით დარდს. წინა დღეებში, მოგიყევით დეპრესიას როგორ ვებრძოდი, ახლა კი COVID-19-ის პანიკის ჩასახშობად და ყურადღების გადასატანად არაჩვეულებრივი საშუალება აღმოვაჩინე.

ეს ახალი აღმოჩენა არ არის. დიდი ხნის წინ მეგობართან ერთად გადავაწყდი და მაშინვე ავიტაცე. როცა მოწყენილი ვარ ყიველთვის მახალისებს ეს ისტორიები და მინდა ყველა მათგანის ავტორს მადლობა გადავუხადო ასეთი მხატვრული ხერხით გადმოცემული ფანტაზიებისთვის. აბლონისმატები.

მოკლედ, არსებობს ფორუმი, სადაც ხალხი საკუთარი სექსუალური ფანტაზიების და გამოცდილებების შესახებ წერს.

საოცრებები ტრიალებს. დედა შვილს არ აიყვანს ხელში.

გთავაზობთ seqsik.ru-ს აიკონურ ისტორიებს, რომელიც საზოგადოებამ ჯერ ვერ დააფასა.

რით ვშველი თავს დეპრესიის დროს

ულამაზესი დილა გაგვითენდა. მთლად ისეც არ ისე ცივა, რომ აბუზულმა იარო და ისეც არ თბილა რომ დეპრესიული ფიქრები სეირნობას გადააყოლო. გადავწყვიტე დღიურსაც ვუამბო, რას ვაკეთებ, მაშინ როცა ვთვლი, რომ დეპრესია მეწყება.

არ ვიცი დეპრესიის დროს სხვები რით შველიან თავს, მაგრამ როგორც კი შევატყობ საკუთარ თავს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და სევდა ეუფლება ჩემს სულსა და სხეულს, მაშინვე ვხსნი ბრაუზერს და search-ში: “ambebi.ge ინტერვიუ ცნობილებთან”-ს ვწერ.

აქეთ იუნა შაფათავას ნიუ-იორკული გავგადასავლები მხვდება, იქეთ – გიორგი მასხულიას მწერალთა კავშირობის ამბებზე მოგვითხრობს მისი სტილისტი. საუკეთესო ანტიდეპრესანტია. ბევრ გენიალურ რჩევასაც გამოვკარი ხელი. მაგალითად ხატია წერეთელს როდესაც პირველად გაუბედეს დამცირება, ყურები კი არ ჩამოყარა, ადგა და ასე მოიქცა:

“ყველა ჩემი მამაკაცი საკუთარი პრეტენზიებით მკვებავდა. არასექსუალური ხარო, 15 წლისას მითხრეს (იმედია თავისივე ასაკის ბიჭმა უთხრა) და იმ დღეს დავისახე მიზნად ყველა კაცს ჩემზე ეოცნება. ამისთვის დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია. უბრალოდ, შინაგანი ენერგიის ცეცხლად გარდაქმნა ვისწავლე, კაცებს კი ცეცხლთან თამაში ძალიან უყვართ.
მახსოვს 21 წლისას მხოლოდ წიგნიერი განათლება დამიწუნეს, ზურგჩანთა მოვიკიდე და ნახევარი მსოფლიო შემოვიარე რომ პარიზის, რომის, სტამბულის ქუჩებზე ისე მელაპარაკა, როგორც ვორონცოვის და სოლოლაკისაზე. ტიბეტური და ეგვიპტური სამყარო ისე ამეხსნა, როგორც დედაენა. ზედმეტად გახსნილი ხარო და თვალებით ლაპარაკი ვისწავლე. ძალიან პატიოსანი ხარო და მოვძებნე ზუსტი ხაზი უბიწო გარყვნილის. ზედმეტად კეთილი ხარო ვინც მითხრა, მას ყველაზე მეტად ავუწიე წარბი. ოცნებობთ ჩემზე? – იოცნებეთ, არამიწიერად თქვენ მაქციეთ კაცებო, როცა არამიწიერი პრეტენზიები წამომიყენეთ, იდექით იოცნებეთ და მეძებეთ.”
– კიდევ ბევრი საინტერესო რჩევა მისცა თავის ფანებს.

რჩევების გარდა, რადიკალურ განცხადებებსაც გადავაწყდებიხოლმე:

“ორგანულად ვერ ვიტან კაცებს. ვერ ვხვდები ერთ და იგივე ადამიანთან ყოველდღე როგორ უნდა დაიძინო, ჭამო, იბანაო, უყურო ტელევიზორს,იარო თეატრში, იცოდე მისი ამბები, იმოგზაურო…ერთი და იგივდ სახე, სექსი, მოძრაობები, ქცევა….ვერ ვხვდები რა ძალა მადგას ერთ და იგივეს ვუყურო, ასე შეიძლება გადაირიო. ეს არის წვრთნა- მიაბა ცხოვრება ერთ ადამიანს. ორგანულად ვერ ვიტან კაცებს. ორი საათი ერთი და იგივე მამაკაცი ჩემს გვერდით უკვე გულისრევას იწვევს ისე კარგად ვიცნობ. ორი დღე ზედიზედ ვერც ერთს ვიტან,სულ რომ მზე და მთვარე ამომდიოდეს მასზე.” – ადვილად მისახვედრი იქნება, ვინ იტყოდა ამას.

ძალიან მახალისებს ეს ინტერვიუები და კოლექციონერიც გავხდი.

ცნობილი ადამიანების ინტერვიუებს თავი რომ დავანებო, არსებობს ასეთი სოციალური პროექტი “SmilingLobzhana”, რომელიც უკიდურესად რთულ მომენტებშიც კი საოცარ განწყობაზე მაყენებს. უდიდეს სტიმულს მაძლევს. ამ ინსტაგრამ ფეიჯზე საუბარი რომ განვაგრძო ალბათ დამიღამდება. მოკლე შინაარსი ასეთია: არსებობს ერთი გოგო, სახელად ანა, რომლის სილამაზესაც ალბათ მტირალას ტყე-პარკს შევადარებდი (სავსე და ულევი), მის გონიერებას კი, ილონ მასკის მარსის პროექტს (1 საუკუნით გვისწრებს). ყოველი პოსტი იწყება ამ გოგოს ფოტოთი, რომლის ქვეშაც საოცარ იატორიებს ამოიკითხავთ. ვერ გაიგებ ჭორია თუ მართალი. მართლა ანამ თქვა თუ უბრალოდ ადმინის ოინებთან გვაქვს საქმე. ერთი დიდი ოინბაზობაა, ყველაფერი ერთმანეთში არეული: თრეში, კლასიკა, ტყუილ-მართალი. ჩართე გონება და მიხვდები რისი თქვა სურდა ავტორს (ძირითად შემთხვევაში რაღაცას გვატყუებს, ოღონდ ჩვენ ვერ ვხვდებით).
აქვე მადლობას მოვუხდი ადმინს და თავისთავად გენიალურ ლობჟანას!
ასევე, ანას საჯაროდ ვთხოვ რომ განაგრძოს პოდკასტების ჩაწერა.

პოდკასტი ვახსენე და ბარემ ვიტყვი. ბოლო დროს პოდკასტერობამ გამიტაცა. ჯერ-ჯერობით საკუთარი თავისთვის ვწერ აუდიო ფაილებს და თავადვე ვუსმენ. გადასარევი საშუალებაა გულის გადასაყოლებლად. დეპრესიას ახშობს. მალე ერთი საოცარი გოგო მიმიწვევს თავის გადაცემაში “ცნობიერების ფაზლი”. ყოველდღე გავდივარ რეპეტიციას. არა მხოლოდ ჩაწერა, მოსმენაც კარგი სარელაქსაციო საშუალებაა.

ლელას ხმა მგონი ყველამ კარგად იცის რაც არის. ვერც კი მოვთვლი იმდენჯერ გადავურჩენივარ ცუდი განწყობისგან.

მყავს ნათესავი, გიჟ თამუნას ვეძახი (ყველა ასე ეძახის), საოცარი ადამიანი ჯაზვეზე ყავას დაადგამსხოლმე და თავისი გიჟური თავგადასავლების შესახებ მიყვება. ძალიან უყვარს მკთხავებთან სიარული, მაგრამ სახლიდან ასე იოლად გაძრომას ვერ ახერხებს. სკლეროზიანი ბებია ყავს, რომლის რიდიც მაინც შემორჩა და როცა მივდივარხოლმე ატყუებს მე და ნიკა ეკლესიაში წავალთ, სანთელს დავანთებთო და ეს ქალიც გიჟდება როგორი მორწმუნეები ხართ, აუცილებლად წადითო. მერე ზევით-ქვევით დამატარებს. ხან მკითხავთან წამიყვანს, ხან მეორადებში ჟაკეტის საყიდლად. ზოგჯერ უბნის სკვერში “პივას” კისრულობს და ვსვამთ. მოკლედ ძალიან საინტერესოდ ვატარებთ დროს. მერე აღარც დეპრესია მახსოვს და აღარც ის, რომ ეკლესიაში 3 საათის წინ წავედით და სანთლის დანთებას მაგდენი დრო არ ჭირდება. ბებიას კი აქვს სკლეროზი, მაგრამ იმ მომენტში რაც ხდება კარგად ახსოვს, ჩხუბს რომ იწყებს ვეუბნებით უბნის ეკლესიაში ილია მეორე იყო სტუმრად და წირვა აღავლინაო.

ვიცი, რომ ბევრი მიმებს პოსტავს, მაგრამ მიმებისგან თავს ვიკავებ, ასე სააშკარაოზე ვერ გამოვიტან საკუთარ სულიერ მდგომარეობას.

ჩემ შინაგან განცდებზე მეგობრებთანაც იშვიათად ვსაუბრობ. მირჩევნია, როცა ადამიანს ვნახავ, მხოლოდ დადებითი ემოციები გავცე და მეც დადებითი მივიღო. მაგრამ თუ ვინმეს თავისი ავბედობის გამხელა მოუნდება, ყოველთვის მზად ვარ მოვუსმინო. ჩემთან ძირითადად ასე ხდება. მე ძალიან ცოტას ვსაუბრობ საკუთარი პრობლემების შესახებ, სამაგიეროდ სხვების პრობლემები ზეპირად ვიცი. მირჩევნია ასე იყოს.

მოკლედ ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული გლობალური პრობლემების გათვალისწინებით, ვცდილობ წვრილმან პრობლემებზე ნაკლები ვიფიქრო და რასაც ეშველება ან აღარ ეშველება იმაზე ნერვიულობას ძალიან ცოტა დრო დავუთმო.

საჯარო დღიური

სიტუაციების წარმოდგენა ძალიან მიყვარს. მაგალითად, რაც რეალურად მოხდა, იმას ცოტათი ვალამაზებხოლმე გონებაში და ჩემდა უნებურად ახალი ისტორია გამოდის. უშრეტი ფანტაზია მაქვს, შემიძლია ჯერ არგაცნობილ ადამიანს ზედიზედ სამჯერ დავშორდე და ბავშვის შვილად აყვანის საკითხიც უცებ მოვაგვარო (ზოგადად ბავშვების დიდი მოყვარული არ გახლავართ, მაგრამ ჩემი წარმოსახვის უნარის წყალობით საკმაოდ შორს მივდივარხოლმე).

ამასწინათ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან დაკავშირებითაც გამოვიყენე ჩემი წარმოსახვის უნარი და სანამ შევხვდებოდი, იქამდე წავუსწარი ღალატზე (ჩემ საუკეთესო მეგობართან) და ეს ყველაფერი ისე გამიჯდა გონებაში, რომ შეხვედრისას ცხვირაბზუებული შევეგებე. გამოშტერდა, რა თქმა უნდა და ვერ მიხვდა რა დამიშავა ასეთი. მოკლედ, აღარ გაგრძელებულა ამ ადამიანთან ურთიერთობა.

არაადეკვატური არ გეგონოთ, საღად მოაზროვნე ადამიანი ვარ. ვმუშაობ, გადასახადებს ვიხდი, აქციებს ვესწრები, რჩევებსაც ვიძლევი, როცა ვინმეს ჭირდება, ანტივაქსერებს და აბორტის მოწინააღმდეგეებსაც ვეუბნები ორ სიტყვას. რას ვიზამთ, მიყვარს რაღაცეების წარმოდგენა.

ვიწყებ ბლოგის წარმოებას.

21-ე საუკუნის წყალობით, ფურცელზე წერას გადავეჩვიე და მომინდა შემექმნა ბლოგი, სადაც ჩემი ყოველდღიურობის შესახებ მოვუყვები დღიურს. ამ დღიურს სხვებიც წაიკითხავენ და საკუთარ თავსაც იცნობენ ზოგ მომენტში, მაგრამ სკანდალებისადმი ლტოლვა მახასიათებს (მაინც და მაინც იმას არ დავაბრალებ, რომ მერწყული ვარ. ანუ – “shuri da boghma didia, tiveni kritika mkidia!”

Design a site like this with WordPress.com
Get started