საჯარო დღიური

სიტუაციების წარმოდგენა ძალიან მიყვარს. მაგალითად, რაც რეალურად მოხდა, იმას ცოტათი ვალამაზებხოლმე გონებაში და ჩემდა უნებურად ახალი ისტორია გამოდის. უშრეტი ფანტაზია მაქვს, შემიძლია ჯერ არგაცნობილ ადამიანს ზედიზედ სამჯერ დავშორდე და ბავშვის შვილად აყვანის საკითხიც უცებ მოვაგვარო (ზოგადად ბავშვების დიდი მოყვარული არ გახლავართ, მაგრამ ჩემი წარმოსახვის უნარის წყალობით საკმაოდ შორს მივდივარხოლმე).

ამასწინათ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან დაკავშირებითაც გამოვიყენე ჩემი წარმოსახვის უნარი და სანამ შევხვდებოდი, იქამდე წავუსწარი ღალატზე (ჩემ საუკეთესო მეგობართან) და ეს ყველაფერი ისე გამიჯდა გონებაში, რომ შეხვედრისას ცხვირაბზუებული შევეგებე. გამოშტერდა, რა თქმა უნდა და ვერ მიხვდა რა დამიშავა ასეთი. მოკლედ, აღარ გაგრძელებულა ამ ადამიანთან ურთიერთობა.

არაადეკვატური არ გეგონოთ, საღად მოაზროვნე ადამიანი ვარ. ვმუშაობ, გადასახადებს ვიხდი, აქციებს ვესწრები, რჩევებსაც ვიძლევი, როცა ვინმეს ჭირდება, ანტივაქსერებს და აბორტის მოწინააღმდეგეებსაც ვეუბნები ორ სიტყვას. რას ვიზამთ, მიყვარს რაღაცეების წარმოდგენა.

ვიწყებ ბლოგის წარმოებას.

21-ე საუკუნის წყალობით, ფურცელზე წერას გადავეჩვიე და მომინდა შემექმნა ბლოგი, სადაც ჩემი ყოველდღიურობის შესახებ მოვუყვები დღიურს. ამ დღიურს სხვებიც წაიკითხავენ და საკუთარ თავსაც იცნობენ ზოგ მომენტში, მაგრამ სკანდალებისადმი ლტოლვა მახასიათებს (მაინც და მაინც იმას არ დავაბრალებ, რომ მერწყული ვარ. ანუ – “shuri da boghma didia, tiveni kritika mkidia!”

One thought on “საჯარო დღიური

  1. love your haircut!
    იქნებ შენ მაინც გააღვიძო ვორდპრესის ბლოგინგი

    Like

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started