ყოველთვის გიჟური სიზმრები მესიზმრება, ფანტასტიკის ჟანრში. ძალიან უცნაური სიზმარი მქონდა. დალი ჩიტალაძე იყო ჩემი ღამისეული სიზმრის მთავარი გმირი. ვითომ (მიყვარს, როცა ამ სიტყვით იწყებენ სიზმრის თხრობას), დალისთან ერთად ვიყავი რაღაც გადაცემაში და შემდეგ ერთად უნდა წავსულიყავით სადღაც, რომელიღაცა დიზაინერის სახლში. მანქანაში რომ ჩავჯექით მძღოლმა მანქანა გააჩერა და უკანა მხარეს გადმოვიდა, დალის რაღაც ნაჭერი ააფარა დაContinue reading “წუხანდელი ღამის სიზმარი დალი ჩიტალაძესთან დაკავშირებით”
Author Archives: Nicksharabidze
სექს ისტორიებით მოშუშებული COVID-19
საქართველოში COVID-19-ის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა (ვინ იცის კიდევ რამდენი იქნება). ვცდილობ პანიკას და შიშს არ ავყვე, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ იპოქონდრია მაქვს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყოველი დეტალი ძალიან მანაღვლებს, არ ვიცი კიდევ რამდენხას შევძლებ ემოციების მოთოკვას. პანიკური შეტევების მთელი სერია უკან მოვიტოვე და ნამდვილად არ მინდა ისევ განმეორდეს. ეპიდაფეთქებამ ჩემ პირად ცხოვრებაზეც იმოქმედა.Continue reading “სექს ისტორიებით მოშუშებული COVID-19”
რით ვშველი თავს დეპრესიის დროს
ულამაზესი დილა გაგვითენდა. მთლად ისეც არ ისე ცივა, რომ აბუზულმა იარო და ისეც არ თბილა რომ დეპრესიული ფიქრები სეირნობას გადააყოლო. გადავწყვიტე დღიურსაც ვუამბო, რას ვაკეთებ, მაშინ როცა ვთვლი, რომ დეპრესია მეწყება. არ ვიცი დეპრესიის დროს სხვები რით შველიან თავს, მაგრამ როგორც კი შევატყობ საკუთარ თავს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და სევდა ეუფლება ჩემს სულსაContinue reading “რით ვშველი თავს დეპრესიის დროს”
საჯარო დღიური
სიტუაციების წარმოდგენა ძალიან მიყვარს. მაგალითად, რაც რეალურად მოხდა, იმას ცოტათი ვალამაზებხოლმე გონებაში და ჩემდა უნებურად ახალი ისტორია გამოდის. უშრეტი ფანტაზია მაქვს, შემიძლია ჯერ არგაცნობილ ადამიანს ზედიზედ სამჯერ დავშორდე და ბავშვის შვილად აყვანის საკითხიც უცებ მოვაგვარო (ზოგადად ბავშვების დიდი მოყვარული არ გახლავართ, მაგრამ ჩემი წარმოსახვის უნარის წყალობით საკმაოდ შორს მივდივარხოლმე). ამასწინათ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან დაკავშირებითაც გამოვიყენეContinue reading “საჯარო დღიური”